ამინდი
სამცხე-ჯავახეთში ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი. 24 სექტემბრამდე ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 24-25 სექტემბერს +17, +22 გრადუსამდე დაიკლებს.

სამცხე-ჯავახეთში მთელი კვირის განმავლობაში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. 22 სექტემბერს ახალციხეში მცირე წვიმას, დღისით 23 ღამით კი 14 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 22 გრადუსს, ღამით კი 14-ს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 25 გრადუსი იქნება, ღამით კი 13 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 23, ღამით კი 11 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც წვიმაა მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 20 და ღამით 9 იქნება. სინოპტიკოსები ნინოწმინდაში დღისით 18 და ღამით 8 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 20 გრადუსს, ხოლო ღამით 12-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში იწვიმებს დღისით 18 ღამით კი 9 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 18 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |