ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი კვირის ბოლომდე რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-21 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

სამცხე-ჯავახეთში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. 21 ოქტომბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 11, ღამით კი 5 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში წვიმას, დღისით 10, ღამით კი 3 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაშიც ტემპერატურა დღისით 10 გრადუსი იქნება, ღამით კი 3. ადიგენში დღისით 8, ღამით კი 3 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდი ნარჩუნდება. ახალქალაქში დღისით 6 და ღამით 0 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 4 და ღამით 0 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც ნალექია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 7 გრადუსს, ხოლო ღამით 1-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 5, ღამით კი მინუს 2 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ტემპერატურა დღისით 15, ღამით კი 8 გრადუსი იქნება.
| Print |