ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი მიმდინარე კვირას?
სამცხე-ჯავახეთში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. 25 ოქტომბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 14 ღამით კი 7 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში წვიმას, დღისით 13, ღამით კი 5 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაშიც ტემპერატურა დღისით 12 გრადუსი იქნება, ღამით კი 3. ადიგენში დღისით 12, ღამით კი 3 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 15 და ღამით 6 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 8 და ღამით 0 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც ნალექია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 11 გრადუსს, ხოლო ღამით 3-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 7, ღამით კი მინუს 0 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 17, ღამით კი 8 გრადუსი იქნება.
| Print |