ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +27, +32, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში +25, +30, ქვეყნის მთიან რეგიონებში +24, +29, მაღალმთიან რაიონებში +20, +25 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

სამცხე-ჯავახეთშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. 27 ოქტომბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 15 ღამით კი 6 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 15, ღამით კი 7 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 14 გრადუსი იქნება, ღამით კი 8. ადიგენში დღისით 13, ღამით კი 4 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 10 და ღამით 1 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 9 და ღამით 2 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზე ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 11 გრადუსს, ხოლო ღამით 4-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 10, ღამით კი 4 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 19, ღამით კი 8 გრადუსი იქნება.
| Print |