ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი ამ უქმეებზე რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +27, +32, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში +25, +30, ქვეყნის მთიან რეგიონებში +24, +29, მაღალმთიან რაიონებში +20, +25 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

სამცხე-ჯავახეთშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. 29 ოქტომბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 12 ღამით კი 2 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 11, ღამით კი 3 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 11 გრადუსი იქნება, ღამით კი 1. ადიგენში დღისით 10, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 7 და ღამით მინუს 2 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 5 და ღამით მინუს 2 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზე ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 9 გრადუსს, ხოლო ღამით 0-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 5, ღამით კი მინუს 2 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 16, ღამით კი 7 გრადუსი იქნება.
| Print |