ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1-ელ ნოემბერს საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1-ელ ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მაღალმთიან რეგიონებში ზოგან თოვლი.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება ახალციხეს, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურას დღისით 8 გრადუსს, ხოლო ღამით 1 გრადუსს ვარაუდობენ.
| Print |