ამინდი
წვიმა და 4 ბალიანი შტორმი ზღვაზე - როგორი ამინდია რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1-ელ ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მაღალმთიან რეგიონებში ზოგან თოვლი.

სამცხე-ჯავახეთში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. პირველ ნოემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 10 ღამით კი 6 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 9, ღამით კი 5 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 10 გრადუსი იქნება, ღამით კი 4. ადიგენში დღისით 6, ღამით კი 3 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც წვიმიანი ამინდი და მცირე თოვლია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 5 და ღამით მინუს 1 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 4 და ღამით მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზე ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 6 გრადუსს, ხოლო ღამით 3-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში მცირე თოვლი - დღისით 3, ღამით კი 0გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 14, ღამით კი 8 გრადუსი იქნება.
| Print |