ამინდი
სამცხე-ჯავახეთში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება
საქართველოში მიმდინარე დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი - ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს.

სამცხე-ჯავახეთში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. 3 ნოემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 11 ღამით კი 2 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 11, ღამით კი 3 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 9 გრადუსი იქნება, ღამით კი 0. ადიგენში დღისით 6, ღამით კი 1 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდი და მცირე თოვლია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 7 და ღამით მინუს 3 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 6 და ღამით მინუს 2 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზე ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 6 გრადუსს, ხოლო ღამით 4-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 5, ღამით კი მინუს 3 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 15, ღამით კი 4 გრადუსი იქნება.
| Print |