ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი მომავალ უქმეებზე რეგიონში?
საქართველოში არამდგრადი ამინდები კვლავ შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე (განსაკუთრებით გურია-აჭარის რეგიონში) წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

სამცხე-ჯავახეთში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. 5 და 6 ნოემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 12 და 11 ღამით კი 1 და 3 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 13 და 11, ღამით კი 4 და 5 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 11 და 10 გრადუსი იქნება, ღამით კი 1 და 2. ადიგენში დღისით 9 და8, ღამით კი შაბათს და კვირას 1 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდი და მცირე თოვლია მოსალოდნელი. ახალქალაქში 5 ნოემბერს დღისით 8 და ღამით მინუს 3; 6 ნოემბერს კი თოვლი დღისით 5, ღამით მინუს 2 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები 5 ნოემბერს დღისით 6 და ღამით მინუს 3; 6 ნოემბერს კი თოვლს , დღისით 4, ღამით მინუს 2 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 8 და7 გრადუსს, ხოლო ღამით 0 და მინუს 1-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 7 და6, ღამით კი მინუს 1 და 0 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 16 და 15, ღამით კი 5 და 7 გრადუსი იქნება.

| Print |