ამინდი
როდემდე გაგრძელდება უნალექო ამინდი რეგიონში?
რეგიონში უნალექო ამინდი კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. საქართველოში მიმდინარე დღეების განმავლობაში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი - ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს.

სამცხე-ჯავახეთშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 8 ნოემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 11 ღამით კი 4 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 13, ღამით კი 3 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 13 გრადუსი იქნება, ღამით კი 1. ადიგენში დღისით 11, ღამით კი მინუს 1 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 9 და ღამით მინუს 2 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 6 და ღამით მინუს 3 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 11 გრადუსს, ხოლო ღამით 2 -ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 8, ღამით კი მინუს 2 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 9, ღამით კი 5 გრადუსი იქნება.
| Print |