ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აცნობებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 9-10 ნოემბერს გამოიდარებს, ღამის საათებში ტემპერატურა დაიკლებს, ხოლო დღისით +15 გრადუსამდე მოიმატებს.

სამცხე-ჯავახეთშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 10 ნოემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 11 ღამით კი 6 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 10, ღამით კი 5 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 11 გრადუსი იქნება, ღამით კი 4. ადიგენში დღისით 10, ღამით კი მინუს 5 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 6 და ღამით 0 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები თოვლს, დღისით 3 და ღამით მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 8 გრადუსს, ხოლო ღამით 4 -ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 5, ღამით კი მინუს 1 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 10, ღამით კი 7 გრადუსი იქნება.
| Print |