ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი მომავალ უქმეებზე რეგიონში?
12-13 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 14-15 ნოემბერს ზოგან იწვიმებს, ღამით მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 12-13 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +13, +18, ხოლო 14-15 ნოემბერს 11-16 გრადუსი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

სამცხე-ჯავახეთში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. 12 და 13 ნოემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 11 და 12 ღამით კი 1 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 13 და 11, ღამით კი 1 და 4 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 11 და 12 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 და 1. ადიგენში დღისით 11 და 9, ღამით მინუს 1 და 0 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 7 და 6, ღამით მინუს 4 და მინუს 2 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 5 და 5, ღამით მინუს 5 და მინუს 3 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 10 და 9 გრადუსს, ხოლო ღამით 0 და მინუს 1-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 7 და 5, ღამით კი მინუს 4 და და მინუს 1 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 14 და 14, ღამით კი 5 და 4 გრადუსი იქნება.
| Print |