ამინდი
"ზოგან იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს" - როგორი ამინდია მოსალოდნელი რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 ნოემბერს ზოგან იწვიმებს, ღამით მაღალ მთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 11-16 გრადუსი იქნება.

სამცხე-ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 15 ნოემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 12 ღამით კი 2 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში იწვიმებს, დღისით 9 ღამით კი 2 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 11 გრადუსი იქნება, ღამით კი 1. ადიგენში დღისით 9, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 5 და ღამით მინუს 3 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 5 და ღამით მინუს 3 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 8 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 1 -ს ვარაუდობენ, ბაკურიანში იწვიმებს - დღისით 3, ღამით კი მინუს 2 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 14, ღამით კი 7 გრადუსი იქნება.
| Print |