ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში უახლოეს დღეებში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის უმეტეს ნაწილზე თბილი ამინდი შენარჩუნდება.

სამცხე-ჯავახეთში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. 24 ნოემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 14 ღამით კი 6 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 18 ღამით კი 6 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 15 გრადუსი იქნება, ღამით კი 2. ადიგენში დღისით 12, ღამით კი მინუს 2 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 11 და ღამით 0 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 8 და ღამით 0 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 11 გრადუსს, ხოლო ღამით 4-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში იწვიმებს - დღისით 13, ღამით კი 1 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 14, ღამით კი 8 გრადუსი იქნება.
| Print |