ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი დეკემბრის პირველ დღეს სამცხე-ჯავახეთში?
3 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +14, +19 გრადუსი იქნება“, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

სამცხე-ჯავახეთში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. პირველ დეკემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 10 ღამით კი 2 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 13 ღამით კი 4 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 11 გრადუსი იქნება, ღამით კი 1. ადიგენში დღისით 10, ღამით კი 1 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 12 და ღამით 1 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 4 და ღამით მინუს 4 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 10 გრადუსს, ხოლო ღამით 2-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 8, ღამით კი მინუს 1 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 5, ღამით კი 3 გრადუსი იქნება.
| Print |