ამინდი
-7 გრადუსი ყინვა, თოვლი და წვიმა - როგორი ამინდი იქნება უქმეებზე რეგიონში?
16 დეკემბერს, სინოპტიკოსების პროგნოზით, მთელი ქვეყნის მასშტაბით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ითოვებს ბაკურიანში, მინიმალური ტემპერატურა -3 გრადუსი კი გუდაურში დაფიქსირდება.

სამცხე-ჯავახეთში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. 17 და 18 დეკემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 8 და 10 ღამით კი 2 და 3 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 10 და 11, ღამით კი 1 და 1 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 8 და 10 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 1 და 1. ადიგენში დღისით 6 და 11, ღამით მინუს 3 და მინუს 5 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 6 და 8, ღამით მინუს 5 და მინუს 3 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 5 და 7, ღამით მინუს 7 და მინუს 5 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 6 და 10 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 3 და მინუს 2-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 6 და 7, ღამით კი მინუს 5 და და მინუს 5 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 11 და 13, ღამით კი 4 და 4 გრადუსი იქნება.
| Print |