ამინდი
-9 გრადუსი ყინვა - როგორი ამინდი იქნება სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 21 დეკემბერს მოსალოდნელია შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი. ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღისით +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

22 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +4, +9 გრადუსამდე მოიმატებს.

სამცხე-ჯავახეთში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. 22 დეკემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 6 ღამით კი მინუს 2 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 7 ღამით კი მინუს 4 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 6 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 2. ადიგენში დღისით 5, ღამით კი მინუს 6 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 3 და ღამით მინუს 6 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 2 და ღამით მინუს 9 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 5 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 6 -ს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 2 ღამით კი მინუს 8 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 5, ღამით კი მინუს 1 გრადუსი იქნება.
| Print |