ამინდი
ყინვა და დაბალი ტემპერატურა - როგორი ამინდი იქნება ამ უქმეებზე
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში 23 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +4, +9 გრადუსამდე მოიმატებს.

სამცხე-ჯავახეთში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. 24 და 25დეკემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 7 და 6 ღამით კი 0 და მინუს 1 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 8 და 8, ღამით კი მინუს 3 და მინუს 3 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 7 და 6 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 2 და მინუს 3. ადიგენში დღისით 6 და 5, ღამით მინუს 6 და მინუს 7 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 4 და 3, ღამით მინუს 6 და მინუს 8 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 2 და 2, ღამით მინუს 7 და მინუს 9 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 6 და 5 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 3 და მინუს 6-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 3 და 3, ღამით კი მინუს 9 და და მინუს 9 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 7 და 9, ღამით კი 0 და 0 გრადუსი იქნება.
| Print |