ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი შობამდე სამცხე-ჯავახეთში
7 იანვრამდე საქართველოს მასშტაბით უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, დასავლეთ საქართველოში 9-დან 15 გრადუსამდე დაფიქსირდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 6-დან 11 გრადუსამდე დათბება.

მოკლევადიან პროგნოზზე დაყრდნობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნალექის შეწყვეტასთან ერთად, სავარაუდოდ, ყინვა გაძლიერდება.

სამცხე-ჯავახეთში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. 3 - 7 იანვარს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას +7 და  ღამით კი მინუს 7 და გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 11, ღამით კი მინუს 4 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა კვირის ბოლომდე 10 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 1. ადიგენში დღისით 9, ღამით მინუს 4  გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 2, ღამით მინუს 10 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 3 -ს, ღამით მინუს 14 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზე ითოვებს. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 6 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 7 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით მიუს 6, ღამით კი მინუს 9 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.
| Print |