ამინდი
თოვა და დაბალი ტემპერატურა - როგორი ამინდია მოსალოდნელი შობას?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 0,+5, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -5, 0 გრადუსის ფარგლებში, ხოლო დღის საათებში +10,+15 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ხოლო 7 იანვარს, შობას თოვლიანი ამინდია ნავარაუდევი.

სამცხე-ჯავახეთში თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი 7 იანვარს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 4 და ღამით კი მინუს 1 და გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 4, ღამით კი მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 3 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 2. ადიგენში დღისით 1, ღამით მინუს 2 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 0, ღამით მინუს 6 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 2 -ს, ღამით მინუს 7 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზე ითოვებს. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 1 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 3 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით მინუს 2, ღამით კი მინუს 6 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 1 გრადუსი იქნება.
| Print |