ამინდი
-13 გრადუსი ყინვა და მზე - როგორი ამინდია მოსალოდნელი ამ უქმეებზე რეგიონში?
ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს - პროგნოზს სინოპტიკოსები აკეთებენ. მანამდე კი, უამინდობა მთელი ქვეყნის მასშტაბით დღესაც შენარჩუნდება.

სპეციალისტების ვარაუდით, დასავლეთ საქართველოში ნალექი იქნება დღესაც, იმერეთში მოსალოდნელია ძლიერი ქარი. დღეს თოვლს ელოდებიან კახეთსა და დედაქალაქშიც.

სამცხე-ჯავახეთში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი 14 და 15 იანვარს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 5, ღამით კი მინუს 5 და მინუს 3 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში ორივე დღეს დღისით 6, ღამით კი მინუს 8 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 6 და 5 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 5 და მინუს 4. ადიგენში დღისით 3 და 4, ღამით მინუს 11 და მინუს 9 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 0 და 2 , ღამით მინუს 10 და მინუს 9 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 2 და 1 -ს, ღამით მინუს 13 და მინუს 12 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 2 და 4 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 5 და მინუს 3 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით მინუს 0 და 1, ღამით კი მინუს 11 და მინუს 12 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით მინუს 3 და 5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი მინუს 2 გრადუსი იქნება.
| Print |