ამინდი
- 8 გრადუსი - როგორი ამინდია მოსალოდნელი ნათლისღებამდე
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 15 იანვრიდან ქარი ჩადგება და 20 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, 15-დან 20 იანვრამდე პერიოდში, დღისით დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში 20 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ამასთან, 17 იანვრამდე ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა, 17 იანვრიდან კი ყინვა შესუსტდება და დღის ტემპერატურაც +4, +9 გრადუსამდე მოიმატებს.

სამცხე-ჯავახეთში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 16 და 17 იანვარს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 4, ღამით კი მინუს 7 და მინუს 5 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში ორივე დღეს დღისით 6, ღამით კი მინუს 7 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 8 და 6 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 3 და მინუს 4. ადიგენში დღისით 6 და 4, ღამით მინუს 7 და მინუს 5 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 1 და 3 , ღამით მინუს 8 და მინუს 7 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 2 და 1 -ს, ღამით მინუს 10 და მინუს 9 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 1 და 3 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 8 და მინუს 7 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით მინუს 2 და მინუს 1, ღამით კი მინუს 8 და მინუს 7 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 იანვრამდე თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -3, -5 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, დღისით კი +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს.
| Print |