ამინდი
სამცხე-ჯავახეთში დათბება - როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 20 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 17 იანვრამდე ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით -4, -9 გრადუსი დაფიქსირდება. 17 იანვრიდან ყინვა შესუსტდება, დღის ტემპერატურაც +4, +9 გრადუსამდე მოიმატებს.

სამცხე-ჯავახეთში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი 17 იანვარს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 7 და ღამით კი მინუს 1 და გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 9, ღამით კი მინუს 6 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 7 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 3. ადიგენში დღისით 6, ღამით მინუს 7 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 4, ღამით მინუს 7 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 2-ს, ღამით მინუს 10 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 6 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 2 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 3, ღამით კი მინუს 11 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 1 გრადუსი იქნება.
| Print |