ამინდი
-8 გრადუსი ყინვა და მზე - როგორი ამინდია მოსალოდნელი შაბათ-კვირას რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 იანვრიდან 23 იანვრამდე კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ შესაძლებელია 30 მ/წმ-ს მიაღწიოს.

სამცხე-ჯავახეთში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 21 და 22 იანვარს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 11 და 9, ღამით კი მინუს 1 და 0 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში ორივე დღეს დღისით 8, ღამით კი მინუს 3 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 11 და 10 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 1 და მინუს 2. ადიგენში დღისით 9 და 5, ღამით მინუს 6 და მინუს 4 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 7 და 6, ღამით მინუს 5 და მინუს 6 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 4 და 3-ს, ღამით კი ორივე დღეს მინუს 8 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 10 და 5 გრადუსს, ხოლო ღამით 0 და მინუს 2 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 4 და 2, ღამით კი მინუს 6 და მინუს 7 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 3 და 5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი მინუს 2 და 0 გრადუსი იქნება.
| Print |