ამინდი
-18 გრადუსი ყინვა - როგორი ამინდი იქნება ამ უქმეებზე რეგიონში?
სინოპტიკოსების ინფორმაციით, ამ უქმეებზე ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი.

სამცხე-ჯავახეთში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. 4 და 5 თებერვალს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 1 და 2 , ღამით კი მინუს 13 და მინუს 11 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 3 და 4, ღამით კი მინუს 11 და მინუს 9 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 0 და 2 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 12 და მინუს 11. ადიგენში ორივე დღეს დღისით მინუს 1, ღამით მინუს 12 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით მინუს 3 და მინუს 2 , ღამით მინუს 15 და მინუს 13 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 5 და მინუს 4-ს, ღამით კი მინუს 18 და მინუს 14 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც ღრუბლიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა მინუს 2 და მინუს 1 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 8 და მინუს 7 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით მინუს 2 და 1, ღამით კი მინუს 17 და მინუს 16 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა ორივე დღეს დღისით 6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი მინუს 3 და მინუს 2 გრადუსი იქნება.
| Print |