ამინდი
რეგიონში ტემპერატურა მცირედით მოიმატებს - კვლავ შენარჩუნდება ნალექი
23 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, დაბლობსა და ბარში წვიმის, ხოლო მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მაღალმთიან რეგიონებში კვლავ მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან რეგიონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა.

სამცხე-ჯავახეთში უმეტესად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, 23 თებერვალს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 3 და ღამით კი მინუს 1 და გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომშიც დღისით 3 , ღამით კი მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 2 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 3. ადიგენში დღისით 1, ღამით მინუს 2 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით მინუს 2, ღამით მინუს 7 იქნება. ნინოწმინდაშიც სინოპტიკოსები დღისით მინუს 2-ს, ღამით მინუს 7 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც თოვლიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 1 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 4 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით მინუს 2, ღამით კი მინუს 7 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 2 გრადუსი იქნება.
| Print |