ამინდი
როგორი ამინდი იქნება თებერვლის ბოლო დღეებში
საქართველოში თებერვლის ბოლო დღეები თბილი იქნება, ამის შესახებ "ფეისბუქზე" მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე წერს.

,,ციკლონთან დაკავშირებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების მიერ წარმოქმნილი - ნაცრისფერი და ნალექიანი დღეები უკან მოვიტოვეთ.

ჩვენს დიდებულ ქვეყანაში ანტიციკლონური სიტუაციის ჩამოყალიბება თბილ და მზიან დღეებს გვპირდება, რაც უკვე სახეზეა, საქართველოში ყველგან გამოიდარა.

კონკრეტულად, 28 თებერვლის ჩათვლით:

დასავლეთ საქართველოში მზიანი ამინდები იქნება, დათბება - ღამით +7, +9, დღისით +20, +22 გრადუსამდე.

ზეგ უკვე, აღმოსავლეთში, ჰაერი +16, +18 გრადუსამდე გათბება დღისით, ღამით კი ცოტათი ეციება, მაგრამ ყინვა აღარ იქნება,"
- წერს ფარტენაძე.

27 და 28 თებერვალს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 6 და 9 , ღამით კი მინუს 4 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 8 და 9, ღამით კი მინუს 2 და 0 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 7 და 10 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 1 და 0. ადიგენში დღისით 6 და 8, ღამით მინუს 4 და მინუს 2 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 5 და 6, ღამით მინუს 8 და მინუს 4 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 4 და 5 -ს, ღამით კი მინუს 9 და მინუს 5 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 7 და 10 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 5 და მინუს 4 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 3 და 2, ღამით კი მინუს 4 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 18 და 19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 5 და 6 გრადუსი იქნება.
| Print |