ამინდი
როდემდე გაგრძელდება მზიანი ამინდი რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-28 თებერვალს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს. პირველი მარტიდან მოსალოდნელია არამდგრადი ამინდი.

სამცხე-ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 28 თებერვალს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 10 და ღამით კი 2 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 12 , ღამით კი 4 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 12 გრადუსი იქნება, ღამით კი 0. ადიგენშიც დღისით 12, ღამით 0 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 7, ღამით მინუს 9 იქნება. ნინოწმინდაშიც სინოპტიკოსები დღისით 7-ს, ღამით მინუს 6 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 11 გრადუსს, ხოლო ღამით 0 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 8, ღამით კი 0 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 4 გრადუსი იქნება.
| Print |