ამინდი
დღეიდან სამცხე-ჯავახეთში უამინდობაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ოთხ მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დაბლობში, ბარში და მთიან რეგიონებში წვიმის, მაღალ მთაში თოვლის სახით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში).

მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის ინტენსიურმა დნობამ და შესაძლო თანდართულმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

სამცხე-ჯავახეთში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, 2 მარტს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 7 და ღამით კი 3 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 8 , ღამით კი 4 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 9 გრადუსი იქნება, ღამით კი 2. ადიგენშიც დღისით 6, ღამით 2 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 6, ღამით მინუს 2 იქნება. ნინოწმინდაშიც სინოპტიკოსები დღისით 5-ს, ღამით მინუს 5 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც წვიმიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 6 გრადუსს, ხოლო ღამით 2 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 4, ღამით კი 0 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 5 გრადუსი იქნება.
| Print |