ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში უახლოეს დღეებში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, მოიმატებს ტემპერატურა.

9 მარტს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 11 და ღამით კი მინუს 2 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 11, ღამით კი 3 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 11 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 1. ადიგენში დღისით 11, ღამით 1 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 5, ღამით მინუს 8 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 4-ს, ღამით მინუს 8 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზე ღრუბლიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 8 გრადუსს, ხოლო ღამით 0 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 6, ღამით კი მინუს 2 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 3 გრადუსი იქნება.
| Print |