ამინდი
-5 გრადუსი და მზე - როგორი ამინდი იქნება ამ უქმეებზე რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 მარტამდე სითბოს ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +19, +24 გრადუსამდე მოიმატებს.

ამ უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. 11 და 12 მარტს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 16 და 17 , ღამით კი 3 და 2 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 15 და 16, ღამით კი 3 და 6 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 16 და 17 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 და 3. ადიგენში დღისით 11 და 12, ღამით 1 და 2 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 9 და 11, ღამით მინუს 2 და 0 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 7 და 9 - ს, ღამით კი მინუს 5 და მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 9 და 11 გრადუსს, ხოლო ღამით 2 და 3 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანშიც დღისით 9 და 11, ღამით კი მინუს 2 და 1 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 17 და 19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 5 და 8 გრადუსი იქნება.
| Print |