ამინდი
-2 გრადუსი ყინვა და წვიმა - როგორი ამინდია მოსალოდნელი რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. 2 მაისს ახალციხეში დროგამოშვებით იწვიმებს დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 13 და ღამით კი 5 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომშიც დღისით 11, ღამით კი 4 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 12 გრადუსი იქნება, ღამით კი 3. ადიგენში დღისით 11, ღამით 1 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 8, ღამით მინუს 1 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 6-ს, ღამით მინუს 2 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 9 გრადუსს, ხოლო ღამით 0 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 6, ღამით კი მინუს 1 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 8 გრადუსი იქნება.
| Print |