ამინდი
-5 გრადუსი ყინვა და მზე - როდემდე გაგრძელდება უამინდობა?
საქართველოში ამინდი კვლავ გაუარესდა. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, გრილი ამინდები ქვეყანაში 4 მაისამდე შენარჩუნდება.

სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოში ქარის გაძლიერებას პროგნოზირებენ.

სამცხე-ჯავახეთში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. 4 მაისს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 18 და ღამით კი 1 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომშიც დღისით 17, ღამით კი 2 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 17 გრადუსი იქნება, ღამით კი 1. ადიგენში დღისით 17, ღამით მინუს 2 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 12, ღამით მინუს 3 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 11 -ს, ღამით მინუს 5 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 15 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 4 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 10, ღამით კი მინუს 3 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 5 გრადუსი იქნება.
| Print |