ამინდი
როდემდე გაგრძელდება უამინდობა რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში ნალექიანი ამინდი კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. 11 მაისს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 16 და ღამით კი 9 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 14, ღამით კი 10 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 15 გრადუსი იქნება, ღამით კი 9. ადიგენში დღისით 16, ღამით 8 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 14, ღამით 4 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 13 -ს, ღამით 3 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზე ცვალებადი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 13 გრადუსს, ხოლო ღამით 7 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 9, ღამით კი 4 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 12 გრადუსი იქნება.
| Print |