ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,სამცხე-ჯავახეთში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. 27 და 28 მაისს ახალციხეში ორივე დღეს დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 22, ღამით კი 10 და12 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში სინოპტიკოსები დღისით 23 და 22 , ღამით კი 11 და 13 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა ორივე დღეს დღისით 21 გრადუსი იქნება, ღამით კი 10 და 11. ადიგენში დღისით 21 და 22, ღამით 7 და 10 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 19 და 20, ღამით 6 და 8 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 17 და 18 -ს, ღამით 4 და 7 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდი იქნება. აბასთუმანში ორივე დღეს დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 20 გრადუსს, ხოლო ღამით 7 და 10 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 18 და 17, ღამით კი 7 და 8 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა ორივე დღეს დღისით 27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 15 და 16 გრადუსი იქნება.
| Print |