ამინდი
როგორი ამინდი იქნება ამ უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 და 30 ივლისს სამცხე-ჯავახეთში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელია. ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 25 და 26, ღამით კი 12 და 15 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 23 და 25 ,ორივე დღეს ღამით კი 14 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 24 და 25 გრადუსი იქნება, ღამით კი 12 და 14. ადიგენში დღისით 24 და 26 ღამით 11 და 14 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 21 და 22, ღამით 9 და 10 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 19 და 21 -ს, ღამით კი ორივე დღეს 9 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 21 და 23 გრადუსს, ხოლო ღამით 10 და 14 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 18 და 21, ღამით კი ორივე დღეს 9 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 30 და 28 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი 18 და 16 გრადუსი იქნება.
| Print |