ამინდი
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

24 ოქტომბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 21 გრადუსია ღამით კი 8 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 20, ღამით კი 11 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 19 გრადუსი იქნება, ღამით კი 7. ადიგენში დღისით 16 ღამით 7 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 14, ღამით 4 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 12-ს, ღამით 3 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზე უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 16 გრადუსს, ხოლო ღამით 6 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 14, ღამით კი 6 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 11 გრადუსი იქნება.
| Print |