როგორი ამინდია მოსალოდნელი პირველ ივნისს სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში ცვალებადი ამინდი კვლავ გაგრძელდება.
პირველ ივნისს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 21 და ღამით კი 11 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 20, ღამით კი 13 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 19 გრადუსი იქნება, ღამით კი 12. ადიგენში დღისით 20, ღამით 8 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქ ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 15, ღამით 7 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 14 -ს, ღამით 7 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე ნალექიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 18 გრადუსს, ხოლო ღამით 10 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 15, ღამით კი 8 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 16 გრადუსი იქნება.