ინტერვიუ
პაციენტებს გადახდა ისედაც უჭირდათ, ახლა ფასების მომატება გვიწევს - სტომატოლოგი
22 მაისიდან ქვეყანაში გეგმიური სტომატოლოგია აღდგება. ის სტომატოლოგიური კაბინეტებმა, რომლებმაც ახალციხეში ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისიის შემოწმება გაიარეს, მუშაობა 20 მაისიდან განაახლეს. ახალციხეში ასეთი 20-მდე კლინიკა და კაბინეტია. მათ, გადაუდებელთან ერთად, უკვე გეგმიური მანიპულაციების ჩატარება შეუძლიათ.

კორონავირუსით გამოწვეული ახალი რეგულაციების გამო, მოქალაქეები სტომატოლოგიურ მომსახურებას გაზრდილი ფასით მიიღებენ. მიზეზი ახალი პროტოკოლია, რომლის მიხედვით, მათ უნდა გააჩნდეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ორკვირიანი მარაგი როგორც თანამშრომლებისთვის, ისე პაციენტებისთვის.

სტომატოლოგთა თქმით, ამ ეტაპზე არსებული ფასების გათვალისწინებით, ერთი პაციენტის ეკიპირების ხარჯი მინიმუმ, 30 ლარია. შესაბამისად, გეგმიური მომსახურების აღდგენის შემდეგ, ფასები ყველა მომსახურებაზე საშუალოდ, 30-50%-ით მოიმატებს. რეგულაციებზე სტომატოლოგი არტურ აშიკიანი საუბრობს.

| Print |