ინტერვიუ
სპორტსმენები და მოყვარულები ვარჯიშს ვეღარ აგრძელებენ - სპარტაკ თაქთაქიძე

 

ახალციხის სავარჯიშო დარბაზში ყოველთვიურად დაახლოებით, 50-მდე მოქალაქე ვარჯიშობდა. მწვრთნელისა და რეგიონში ათლეტიზმის ფედერაციის წარმომადგენლის სპარტაკ თაქთაქიძის თქმით, პანდემიის გამო, დარბაზი 5 თებერვლიდან დაიხურა. ის პირები კი, ვინც ტრენაჟორებს სისტემატურად იყენებდნენ, ვარჯიშს სახლის პირობებში აგრძელებენ. პანდემიის გამო, გადაიდო 28 მაისს თბილისში დაგეგმილი საქართველოს ჩემპიონატი სიმძიმეების აწევაში. მასში მონაწილეობა ახალციხელ სპორტსმენებსაც უნდა მიეღოთ.

 


| Print |