ინტერვიუ
პიარი თუ დახმარება? - ექსპერტის მოსაზრება ერთჯერად დახმარებებზე
საქართველოში პანდემიის გამო ბიუჯეტის შემოსავლები, განსაკუთრებით კი გადასახადებიდან შესული თანხები, შემცირდა. სახელმწიფომ ახალი ვალი 2,5 მილიარდი ლარი აიღო.

საგანგებო მდგომარეობის დროს, უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის 130 მილიონი ლარი გამოიყო, რომელიც 200 და 300 ლარიანი დახმარებებისთვის დაიხარჯა. მიუხედავად ამისა,ადამიანების ნაწილიერთჯერადი დახმარების გარეშე დარჩა.

გამოიყენა თუ არა მთავრობამ ეპიდსიტუაცია წინასაარჩევნო პიარად - "მეცხრე არხის" კითხვას ექსპერტები პასუხობენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსის აზრით, არჩევნები და ეპიდსიტუაცია ერთმანეთს დაემთხვა. შესაბამისად იმის მტკიცება რთულია, რომ მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხები წინასაარჩევნო პიარია.

ბესო ნამჩავაძის თქმით, პრობლემაა ის, რომ პანდემიის მიუხედავად, წინა წლებთან შედარებით, სახელმწიფომ ხელფასებსა და დანამატებზე უფრო მეტი თანხები გასცა.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავენ, რომ ხელისუფლებამ ხარჯები მაქსიმალურად დაზოგოს და თანხები სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობისკენ მიმართოს.


| Print |