სიახლეები
ბაკურიანში სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ
სამ აპრილს, ბაკურიანში სახალხო დღსასწაულს აღნიშნავენ, სადაც სპორტული და კულტურული ღონისძიებები იმართება.

შეჯიბრებები ტრამპლინიდან ხტომაში, თხილამურებით სირბილში, სლალომსა და სნოუბორდში ტარდება. ზამთრის სპორტის სახეობებში შეჯიბრებებს დიდველი მასპინძლობს. შეჯიბრებებში მონაწილეობა როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ სპორტსმენებს შეუძლიათ.

გამარჯვებულების დაჯილდოება 17:00სთ-ზე კინოთეატრ „დიდველში“ შედგება, შემდეგ კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართება.

„ბაკურიანობის“ დღესასწაული ტრადიციულია და ის ყოველ წელს აღინიშნება.
ღონისძიებები ადგილობრივების ორგანიზებითა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით იმართება.
| Print |