სიახლეები
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 16:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში აწყური, ტყემლანა, გურკელი, მუგარეთი და მიმდებარე სოფლებში, ხოლო

14:30-დან 16:30 საათამდე - სოფლებში სხვილისი, პატარა პამაჯი, ორალი, ყულალისი და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 18:00 საათამდე - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებს ცემი, მზეთამზე, წაღვერი, მიტარბი და მიმდებარე სოფლებს.

12:00-დან 16:30 საათამდე - აბონენტებს ბორჯომში გოგიას ციხის, ფალიაშვილის, ფიროსმანის, რუსთაველის, ტაბიძის ქუჩებზე.

11:00-დან 18:00 საათამდე - ახალქალაქში აღმაშენებლის, თუმანიანის, სანაპიროს, რუსთაველის, დემირჩიანის და მიმდებარე ქუჩებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.


| Print |