სიახლეები
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 25 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 14:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ახალციხეში რუსთაველის, ადიგენის, გიორგი ბრწყინვალის, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე

12:00-დან 15:00 საათამდე - ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ურაველი, ჭაჭარაქი, ხეოთი, ანდრიაწმინდა და მიმდებარე სოფლებში, ხოლო

11:00-დან 18:00 საათამდე - ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში.

11:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხანდო, ალასტანი, გოკიო, თოკი და მიმდებარე სოფლებში.

16:20-დან 18:30 საათამდე - სოფლებში ოკამი, ხავეთი, დავნია, ერინჯა.

12:00-დან 13:00 საათამდე - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებს ფოკა, როდიონოვკა, ხულგუმო, გორელოვკა და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |