სიახლეები
სამშნებელო ნარჩენებით სავსე ტომრები მტკვარში ჩაყარეს (ვიდეო)
ქალაქ ბორჯომში, მესხეთის ქუჩაზე სამშნებლო ნარჩენები ტომრებით მტკვარში ჩაყარეს. ფაქტის შესწავლა უკვე დაწყებულია.

კანონდარღვევის ამსახველი ვიდეო ერთ-ერთმა ადგილობრივმა სოციალურ ქსელში 8 მაისს ატვირთა. აქედან შეიტყო მომხდარის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს აცნობა.

,,ურნები იქვეა განთავსებული. აუცილებელია გამოიძიება დაიწყოს, რათა მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს“ - ამბობს TV9NEWS.GE-სთან ბორჯომის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმოამდგენელი ლონდა ფილიშვილი.

ფაქტის შესწავლა დაიწყო გარემოსდავცითი ზედამხედველობის დპეტარტამენტმა. უწყებაში ამბობენ, რომ გამოიკვლევენ და პირის შესაბამის პასუხისმგებლობას დააყენებენ. დააჯარიმებენ ან ადმინისტრაციული წესით დასჯიან.


| Print |