სიახლეები
ახალციხეში მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სკოლის მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია „განათლების თანამედროვე გამოწვევები – 2019“ ჩატარდა.

კონფერენცია განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა გულიკო ბექაურმა გახსნა. მასში მონაწილეობა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების 60-მდე პედაგოგმა მიიღო.

მონაწილეებმა მუშაობა 4 სექციად გააგრძელეს:
  • განათლების სექცია,
  • მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სექცია,
  • დაწყებითი განათლების სექცია,
  • საზოგადოებრივი მეცნიერებების სექცია.
შემაჯამებელ სხდომაზე, სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ, სექციის ხელმძღვანელების მოსაზრებები და რეკომენდაციები მოისმინეს.

კონფერენციის დასასრულს მონაწილე პედაგოგებს სერთიფიკატები გადაეცათ.

კონფერენციის მიზანი იყო, რომ მასწავლებლებს მისცემოდათ შესაძლებლობა, კოლეგებისთვის გაეზიარებინათ გამოცდილება სწავლების უახლესი მიდგომების და სტრატეგიებს მიმართულებით.

| Print |