სიახლეები
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 7 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება 13:00-დან 18:30 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხანდო, აზავრეთი, ვარევანი, ვარგავი და მიმდებარე სოფლებს.

10:00-დან 11:00 საათამდე - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებს ფოკა, როდიონოვკა, ხულგუმო, ასფარა და მიმდებარე სოფლებს. 12:00-დან 18:30 საათამდე - სოფლებს ეშტია, ოროჯალარი, თორია, სათხა და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

| Print |