სიახლეები
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს (R)

 

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება 11:30-დან 18:30 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ახალციხეში ჯაყელის, ორბელიანის,ანდრია პირველწოდებულის, მებაღიშვილის, თაყაიშვილის, ჭყონდიდელის, თაბუკაშვილის, მესხეთის ქუჩებზე, ხოლო 11:00-დან 16:00 საათამდე - ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებს აწყური, წინუბანი, ტყემლანა, თისელი, გურკელი, წრიოხი, მუგარეთი.

13:00-დან 15:00 საათამდე - ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებს ხიზაბავრა, აწყვიტა, მირაშხანი, ნიალა, კორისხევი, ზემო ვარძია, გიორგიწმინდა და მიმდებარე სოფლებს. 

12:00-დან 18:30 საათამდე - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებს გორელოვკა, ჟდანოვი, ორლოვკა, სპასოვკა, ეფრემოვკა, სამება. 12:30-დან 19:00 საათამდე - სოფლებს ჯიგრაშენი, დიდი გონდრიო, მამწვარა, ყულალისი, პატარა გონდრიო. 

17:00-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს ქ.ახალქალაქში.

06:00-დან 06:40 საათამდე - დაბა ბაკურიანს.

13:00-დან 14:00 საათამდე - ქ. ბორჯომში მესხეთის, რაზმაძის, გოგებაშვილის ქუჩებს, სოფელ ლარებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

 

| Print |