სიახლეები
რომელ რაიონებს შეუწყდებათ ელექტროენერგიის მიწოდება?

 

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 სექტემბერს 09:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში აწყური, წრიოხი, მუგარეთი, გურკელი და მიმდებარე სოფლებში.

10:00-დან 13:30 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდაში და ნინოწმინდის რაიონის სოფლებში გორელოვკა, სპასოვკა, ეფრემოვკა და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ყვიბისი, ახალდაბა, კორტანეთი, ზანავი და მიმდებარე სოფლებში.

13:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქში ჯივანის, ვაჩიანის, თავისუფლების, სამხედრო ქალაქის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

| Print |