სიახლეები
საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე
22 სექტემბერს „დღე ავტომობილის გარეშე“ - საერთაშორისო დღე აღინიშნება.

მისი მიზანია ადამიანები ავტომობილების ნეგატიურ გავლენასა და ალტერნატიული საწვავის გამოყენებაზე დააფიქროს.

“დღე – ავტომობილების გარეშე” 2000 წელს ევროკომისიამ დაარსა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეკოლოგიურმა აქციამ ავტომობილების გარეშე სტარტი პირველად საფრანგეთში აიღო. ამ დროისათვის ეს დღე მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. ატმოსფეროს დაბინძურების 90% სწორედ ავტოტრანსპორტზე მოდის. აქციის მონაწილეები მოქალაქეებს მოუწოდებენ ორბორბლიანი ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმოძრაონ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყოველწლიურად იზრდება ავტოტრანსპორტის რიცხვი; 0,1ლ/კმ ბენზინის წვის დროს ავტომობილის მიერ გამოიყოფა 40-60 გრამი ტყვია, რომლის 20% კონცენტრირდება მანქანასთან, დანარჩენი კი ჰაერში იფანტება; ატმოსფეროს დაბინძურების 90% ავტოტრანსპორტზე მოდის. ავტოავარიაში ყოველდღიურად საშუალოდ 3000 ადამიანი იღუპება.

| Print |